წიგნის -„ილია ჭავჭავაძე ქართულ ხელოვნებაში“ წარდგინება გაიმართა
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ხელოვნების სასახლე აქტიურად მონაწილეობს.
8 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა: „ილია ჭავჭავაძე ქართულ ხელოვნებაში“, რომელიც ხელოვნების სასახლის ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, კატალოგი ხელოვნების სასახლის, ლიტერატურის მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საგურამოს ილიას მუზეუმის, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალურ კოლექციებს აერთიანებს და მკითხველს ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მრავალ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებზე უამბობს.