„ზამთარი მოდის” – გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი მინიატურის ჟანრში გაიმართება

გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი – “ზამთარი მოდის” (მინიატურის ჟანრში) გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონკურსი კომპანია “business plius” – ის მხარდაჭერით ჩატარდება.
კონკურსის მიზანია, პირველ რიგში, გურამ რჩეულიშვილის გახსენება. მისი შემოქმედებითი სულის გასწვრივ კი, იმ ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც კალმით საკუთარ ნააზრევს ფურცელზე “ხატავენ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
საკონკურსო ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. თემატიკა შეუზღუდავია. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
ტექსტებს შეამოწმებს კვალიფიციური ჟიური, რომლის შემადგენლობაც ასეთია: ლევან ცაგარელი – სრული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით, ფილოლოგიის დოქტორი; ბელა წიფურია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; გაგა ნახუცრიშვილი – პროფესორი, ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.

ნაწარმოებები მიიღება 2017 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.
ნაწარმოებები უნდა გაიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rcheulishvili.literature@gmail.com (აუცილებლად უნდა მიეთითოს სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა).
მას შემდეგ, რაც ჟიური შეამოწმებს ტექსტებს, დაანონსდება ადილი და დრო, სადაც გაიმართება დაჯილდოება.
იქნება ძალიან ბევრი წამახალისებელი პრიზი, მოწვეულნი იქნებიან საინტერესო სტუმრები, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები