ახალი ქართული ფოტოწიგნი – „ექსპოჯორჯია“ გამოფენას მასპინძლობს

გალერეა „კონტეინერთან“ თანამშრომლობით, წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 20 ქართველი ფოტოხელოვანის ფოტოწიგნების გამოფენა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ბოლო წლებში ქართველი ხელოვანები და ფოტოგრაფები  ფოტოწიგნისადმი სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ. 2017 წელს ხელოვნების ეს მიმართულება საქართველოში ძალიან სწრაფად განვითარდა. სწორედ ეს გახდა გამოფენის მოწყობის მიზეზი.
გამოფენის მონაწილეები არიან: მარიამ ამურველაშვილი, ათუ გელოვანი,ნათელა გრიგალაშვილი, ანკა გუჯაბიძე, ანდრო
ერაძე, თინათინ კიღურაძე, სოფო ლაპიაშვილი, ლადო ლომიტაშვილი, იური მეჩითოვი, დათა პატატიშვილი, თინა სირაძე, თინა ყაზახიშვილი, ოთარ ყარალაშვილი, ელენე შეიბახ, გიორგი ცაგარელი, გურამ წიბახაშვილი, რიტა ხაჩატურიანი, ვახო ხეთაგური, ლევან ხერხეულიძე.
გამოფენის მიმდინარეობა: 9 – 12 ნოემბერი  (11:00-20:00).
პრეზენტაცია, 11 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
მისამართი: „ექსპოჯორჯია“, მე-6 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები