როგორ მოვაწყოთ საკუთარი გამომცემლობა? – დიზაინერ პრჟემეკ დებოვსკის ლექცია გაიმართება

 11 ნოემბერს, 17:30 საათზე, თბილისის წიგნის დღეებზე, ცნობილი დიზაინერი პრჟემეკ დებოვსკი ლექციას წაიკითხავს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციას ჰქვია:  „უსასრულო ამბავი, ანუ როგორ მოვაწყოთ საკუთარი პატარა დამოუკიდებელი გამომცემლობა“.
პრჟემეკ დებოვსკიმ, რომელიც პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან გამომცემლობებთან მუშაობდა, გადაწყვიტა, დაეფუძნებინა დამოუკიდებელი გამომცემლობა, რომლის პროგრამაც დიზაინის და არქიტექტურის მეტად სპეციფიკური საკითხებისადმი იქნებოდა მიძღვნილი. ლექციაში პრჟემეკი ილაპარაკებს საკუთარ გამოცდილებაზე, როგორც წარმატებული დამოუკიდებელი გამომცემელი.
ლექცია ორგანიზებულია პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებელია პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო.
მისამართი: „ექსპოჯორჯია“, მე-5 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები