ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს სამების საპატრიარქო ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ. მას მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ. ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
ჯანსუღ ჩარკვიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტს მიენიჭა არაერთი ჯილდო, მათ შორის – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძისა და შალვა დადიანის სახელობის ლიტერატურული პრემიები. იყო ღირსების ორდენის კავალერი,  თბილისის საპატიო მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები