„ექსპო ჯორჯიაში“ „თბილისის წიგნის დღეები – 2017“ გაიხსნება

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში,  „თბილისის წიგნის დღეები – 2017″ გაიხსნება. ფესტივალის გახსნას ქართული ეროვნული წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, წიგნის ხელოვნების ფესტივალის კურატორი ოთარ ყარალაშვილი დაესწრებიან.
როგორც „კვირას“ წიგნის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საგამოფენო ცენტრი ოთხი დღის მანძილზე წამყვან ადგილობრივ და რეგიონულ გამომცემლობებს, კვლევის ლაბორატორიებს, წიგნის მაღაზიებს და დისტრიბუტორებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას“ მე-5, და მე-6 მე-11 პავილიონებში დაგეგმილია გამომცემლობებისა და ავტორების პრეზენტაციები, წიგნის ხელოვნების ფესტივალი, ლექციები, მასტერკლასები, გამოფენები და გასართობ-ინტელექტუალური პროგრამები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ოთხი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე, რომელიც წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე.
“თბილისის წიგნის დღეები – 2017” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები