საფრანგეთში დასრულდა გამოფენა – „საქართველო- მეღვინეობის აკვანი“

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ,,ღვინის ქალაქში” დასრულდა გამოფენა – ,,საქართველო – მეღვინეობის აკვანი’’.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულმა არქეოლოგიურმა და ეთნოგრაფიულმა ექსპონატებმა, არტეფაქტების ასლებმა და ფოტომასალამ, თანამედროვე სამუზეუმო ინსტალაციის საშუალებით, წარმოადგინა ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორიის გზა და ქართული მეღვინეობის ტრადიციების უწყვეტობა.
გამოფენის მთავარი ამოსავალი წერტილი, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, მეღვინეობის საწყისი ეტაპის – ნეოლითის ეპოქის არქეოლოგიური არტეფაქტები გახლდათ. ღვინის მჟავის შემცველი ჭურჭლის ფრაგმენტები ცხადყოფს, რომ მეღვინეობა სათავეს საქართველოს ტერიტორიაზე იღებს, კერძოდ ქვემო ქართლში – სწორედ იქ, სადაც პირველი ევროპელების ნაშთები გამოვლინდა.
ექსპოზიცია მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტთა გუნდმა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე.
გამოფენა განხორციელდა საქართველის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ქართული ღვინო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები