საქართველოს მწერალთა სახლში ორ დიდ მოღვაწეს – ილია ჭავჭავაძეს და დავით სარაჯიშვილს გაიხსენებენ

13 -15 ნოემბერს საქართველოს მწერალთა სახლი „დავით სარაჯიშვილის დღეებს“ აღნიშნავს.
როოგრც „კვირას“ მწერალთა სახლში განუცხადეს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით, წლევანდელი „სარაჯიშვილის დღეები“ ამ ორი დიდი მოღვაწის – ილია ჭავჭავაძისა და დავით სარაჯიშვილის მეგობრობას, მათ ურთიერთობასა და ერთობლივ საქმიანობას მიეძღვნება.
„დავით სარაჯიშვილი სხვებთან ერთად ერთ-ერთი პირველი უშუალო მსმენელი იყო ილია ჭავჭავაძის ახალი მოთხრობებისა თუ პოემებისა. ბევრმა შესაძლოა, არც კი იცის, თუ როგორი ახლო მეგობრობა აკავშირებდათ მათ. რამდენიმე ღონისძიებით შევეცდებით სწორედ ამ ურთიერთობაზე და მათ ღვაწლზე კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
13 ნოემბერს 17.00 საათზე გაიხსნება გამოფენა – „ილია ჭავჭავაძე და დავით სარაჯიშვილი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის რამდენიმე ილუსტრაცია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე, კონკრეტულად კი იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც დავით სარაჯიშვილის სახლში წაიკითხეს.
15 ნოემბერს, 15.00 საათზე, კრიტიკოსი და ლიტერატორი ნონა კუპრეიშვილი ისაუბრებს ილია ჭავჭავაძესა და დავით სარაჯიშვილზე და მათ ეპოქაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები