ალექსანდრე რონდელის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება

8 ნოემბერს, 17 საათზე, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართება ცნობილი ქართველი მეცნიერის – აღმოსავლეთმცოდნე-გეოგრაფის, პოლიტოლოგის, გეოგრაფიის დოქტორის, ალექსანდრე რონდელის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოზე წარმოჩინდება ალექსანდრე რონდელის ღვაწლი, მისი საქმიანობა. იგი იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი (2001-2015 წწ.), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი (1980-2015 წწ.)…
ღონისძიება ეწყობა საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის – რონდელის ფონდის და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. № 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები