იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი თბილისში კონცერტს გამართავს

8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში,  ცნობილი იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის − კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან – „მოგზაურობა გულისკენ“. კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტი კამოლიდინ ურინბაევის ხელმძღვანელობით.
29 და 30 სექტემბერს ბილეთების ძირითადი ნაწილი გაიყიდება მხოლოდ SOLO კლიენტებისთვის.
1 ოქტომბერს დარჩენილი ბილეთები გაიყიდება ყველა მომხმარებლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები