თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა – „La Femme“ გაიხსნება

11 ნოემბერს, 19:0 0საათზე,  გალერეა T.G. Nili Art Space-ში თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა – „La Femme“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენის კონცეფცია ეფუძნება თეონა პაიჭაძის შემოქმედებას, რომელიც ინსპირირებულია პირადი გამოცდილებებით – მხატვრის მონოლოგი, ინტიმური სიახლოვე განსაზღვრავს სხეულის რაობას დროსა და სივრცეში. ფერის, ფორმის ექსპრესიული, ზოგჯერ სტრუქტურული, ხშირად პიგმენტირებული ლაქოვანი ფორმები გამოსახავენ განწყობას, დაძაბულობას, ექსპრესიას. სხეულის ენა თეონა პაიჭაძის ფემინურ სენსუალურ აღქმას გამოხატავს. ბრუტალური მასალა – ალუმინის ზედაპირი დამუშავებული ბეჭდური, პოლიგრაფიული საღებავით მხატვრის ექსპერიმენტულ მცდელობებს ეფუძნება და აერთიანებს სხვადასხვა თემას, სერიასა და ნამუშევარს.
ფერის პიგმენტურ კვლევასთან ერთად სხეულის ფიზიკური და შინაგანი მდგომარეობის წარმოსაჩენად, მასალის ექსპერიმენტული ათვისების სრულიად განსხვავებულ, ახალ საავტორო განსაზღვრებას ქმნის თეონა პაიჭაძე საკუთარ მონოქრომულ, პოლიეთილენით შესრულებულ სერიებში. პოლიეთილენის მატერია, როგორც ბრიკოლაჟური ელემენტი დაკავშირებულია საგნობრივი და ფიზიკური სხეულის განსხვავებულად აღქმასთან.
გამოფენის ფარგლებში თეონა პაიჭაძის შემოქმედება, მისი პერსონალური ხედვა – მასალის, ნატურისა და საგნების მიმართ თავისუფალი მიდგომა, მეტაფორული აზროვნების ველს ქმნის.
გამოფენა  22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები