ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ „კვირას“ მწერალთა კავშირში განუცხადეს.
პანაშვიდები ოჯახში 7–8 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.  9 ნოემბერს, 11:00 საათზე კი  პოეტს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები