ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, გამოიცვალა სახურავი, შეიცვალა თოჯინების თეატრის პარტერი და სცენა. მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.
„შენობის რეაბილიტაცია წლებია არ მომხდარა და საჭიროებდა განახლებას.
აღნიშნული პროექტი რეგიონალური მასშტაბის არის. აქ ჩატარდება საერთაშორისო დონის ფესტივალები. ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები