„ილია – ჩვენი თანამედროვე“: საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. როგორც „კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიებები საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება, ასევე ილიას დღეებს თბილისის კლასიკური გიმნაზია კვირეულით უმასპინძლებს. გაიმართება სპექტაკლები, პერფორმანსები, გამოფენები.
გთავაზობთ საიუბილეო პროგრამას.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოს ეზოში:
8 ნოემბერი, 11:00 – 21:00 სთ
ესტაფეტა თემაზე: „ილია – ჩვენი თანამედროვე“;
გურამიშვილების მარანში საჯარო ლექცია თემაზე: „ილია და მეღვინეობა“ (მომხსენებელი – სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი);
ილიას პრემია – დაჯილდოება 8 კატეგორიაში;
საბავშვო გასართობი კუთხეები;
კინოჩვენება ღია ცის ქვეშ;
გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა;
მუსიკალური სალონური პროექტი „საგურამოს ეზო“ (20:00 -21:00 სთ)
• მიშა მდინარაძე
• რატი ამაღლობელი
• ანსამბლი „შვიდკაცა“
• ეკა მამალაძე
• ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტები
• თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები

ყვარელი
8 ნოემბერი, 10:00 სთ – 14:00 სთ
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა.

ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორია:
ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნება ყვარლის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მიერ მოწყობილ ფაცხებში;
ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დაგემოვნება სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში;
2016 -2017 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება ნოუთბუქებით.

ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზო – მოწვეული სტუმრების მასპინძლობა: პურის ცხობა თონეში, თათარაობა- ჩურჩხელების ამოვლება.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის კვირეული:

7 ნოემბერი, 18:00 სთ
ღონისძიებების ციკლი გამოფენით – „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“- გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის პირადი მოხმარების ნივთები (მერხი, სკამი);
ამავე დღეს საფუძველი ჩაეყრება სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია/დისკუსიები:
8 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და ბანკი“
მომხსენებელი: რატი ამაღლობელი – პოეტი, მამუკა ხაზარაძე – „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
9 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და ქართველი საზოგადოების განვითარება“
მომხსენებელი: გია მურღულია – კერძო სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი;
10 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია ხელოვნებაში“
13 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და თვითმმართველობა“
მომხსენებელი: გია ალიბეგაშვილი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;
14 ნოემბერი, 14:00 სთ
„ილია და სოფლის მეურნეობა“
მომხსენებელი: დავით ტურაშვილი – მწერალი;
15 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“
მომხსენებელი: გია შარვაშიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
16 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და მსოფლიო პოლიტიკა“
მომხსენებელი: ომარ გოგიაშვილი – პოლიტოლოგი;
17 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია – შუბლი საქართველოსი“
მომხსენებელი: თამაზ ტყემალაძე – ლიტერატორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი;
20 ნოემბერი, 15:00
„ილია და პუბლიცისტიკა“
მომხსენებელი: მაია ნინიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

სპექტაკლები:
თბილისი
სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სპექტაკლი -„კაცია ადამიანი“.
10 ნოემბერი, 19:00 სთ
სსიპ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სპექტაკლი – „მგზავრის წერილები“.
9 ნოემბერი, 19:00 სთ

„თი-ბი-სი ბანკის“ მიერ, თიბისი გალერეაში მოეწყობა გამოფენა – პერფომანსი „ილია და ბანკი“. გამოიფინება ილიას ხელნაწერები, პუბლიკაციები, პერიოდული გამოცემები და ა.შ.
11 ნოემბერი 5 სთ
(დასწრება თავისუფალია)
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
„ილია ჭავჭავაძე – 180“
8 ნოემბერი, 14:00

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები