ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის საკითხებზე იმსჯელეს

„საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის“, „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა“ და „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის“ ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია – „მედიაცია გერმანიასა და საქართველოში“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გერმანელმა სტუმრებმა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, დავით ასათიანმა მიმართეს.
„ქართულ სამართალწარმოებაში ეს უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტიტუტია, რაც ვიმედოვნებ, სასამართლო სისტემას განტვირთავს და დავათა შეთანხმებით დასრულებას ეფექტურს გახდის. ეს კი ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას წაადგება,“ – განუცხადა ჟურნალისტებს „ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, დავით ასათიანმა. მისივე თქმით, ევროპაში მედიაცია ერთ-ერთი წინ წასული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და გერმანელმა იურისტებმა ქართველ კოლეგებს სწორედ სასამართლო მედიაციის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„დიდი ხანია, „ადვოკატთა ასოციაციასთან“ ვთანამშრომლობთ და ქართელი იურისტებისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მედიაცია სასამართლოზე უკეთესი არჩევანია, თუმცა რთულია, დაარწმუნო ადამიანები, რომ სასამართლოზე უარი თქვან და მედიაცია აირჩიონ. სწორედ ამ ტენდენციის შეცვლა გვინდა,“ – აღნიშნა მედიასთან საუბრისას „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვერონიკა ჰონერიმ.
გერმანელი ადვოკატის, კერსტენ გნორის თქმით კი, მედიაცია ალტერნატიული გზაა. როგორც გერმანელმა იურისტმა განაცხადა, ალტერნატიული გზების გამოყენება უნდა გაუმჯობესდეს და ამ მხრივ ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები