ფსიქოლოგი ზურა მხეიძე მიიჩნევს, რომ ცესკოს კარგი მენეჯერი ხელმძღვანელობს

ფსიქოლოგი ზურა მხეიძის განცხადებით, ცესკომ ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მიიღო, სამუშაო პროცესში ბევრი ხარვეზი გაასწორა და თავის საქმეს კარგად ართმევს თავს.

„პოლიტიკური სპეკულაციაები მიდის ცესკოსთან მიმართებაში, მაგრამ მწვავე შენიშნები და უკმაყოფილება არ არის ამ მიმართულებით. რეალურად ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მიიღო, სავარაუდოდ ცესკომ გაასწორა ბევრი ხარვეზი, სამუშაო პროცესში, თავის საქმეს ის აკეთებს კარგად“ – განაცხადა ფსიქოლოგმა.
მისივე თქმით, სამუშაო პროცესი, აშკარად, დემოკრატიულად მიდის. თამარ ჟვანია, როგორც მინიმუმ კარგი მენეჯერია, ის ინარჩუნებს გამოცდილ და კვალიფიციურ კადრებს, ზრუნავს სერვისებზე, იცის გუნდური მუშაობა. შშმ პირთა სერვისები ნამდვილად ამუშავდა, ასევე, ნიშანდობლივია ეროვნული უმცირესობების ხელშემწყობი სევისების განვითარება. საარჩევნო პროცსეში აქტიურად ერთვებიან შშმ პირები, სამქმდებიან და იღებენ ანაზღაურებას, რაც ნამდვილად კარგი პრეცენდენტია ქართულ რეალობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები