“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სიმბოლურ კაფსულას საძირკველში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩადებს.
ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი, “ჯორჯიან მანგანეზის” დამფუძნებლები, “ჯორჯიან ემერიქან ელოიზის” ხელმძღვანელი პირები, გერმანული კომპანია “ოლ მინერალის”, ასევე საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები