არჩევნებთან დაკავშირებით, 21 ოქტომბერი უქმე დღეა

ცესკო საზოგადოებას ახსენებს, რომ საკრებულოს და მერის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად არჩევნების დღე-21 ოქტომბერი უქმე დღეა.
როგორც “კვირას” ცესკოდან აცნობეს, 21 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.
“2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე – 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.
დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს”,-ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები