დავით სერგეენკო: სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 45%-დან 25%-მდე შემცირდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კიბოს რეგისტრის დანერგვამ გასულ წელს თითქმის 11 ათასი შემთხვევა აჩვენა.
მისივე ინფორმაციით, სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 45%-დან 25%-მდეა შემცირებული.
„წელიწადში აღირიცხებოდა 7 ათასი შემთხვევა, თუმცა ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ ეს არარეალური ციფრია და უნდა გვქონდეს წელიწადში 12 ათასამდე შემთხვევა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელიწადში აჩვენა თითქმის 11 ათასი შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობისა და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7 ათასი შემთხვევა, არამედ სამწუხაროდ, სწორედ 12 ათასი შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა. ახლა სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 45%-დან 25%-მდე შემცირდა. ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და არაფერი უნდა ვაკეთოთ, იგივე ეკოლოგიის მიმართულებით“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები