IDMC შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი (IDMC) შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ცენტრის ანგარიში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიშია და მოიცავს 24 აგვისტოდან – 10 ოქტომბერს პერიოდს.

ანგარიშში ასახულია: სადამკვირვებლო მისიის მეთოდოლოგია და მასშტაბი, არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო, არჩევნების ორგანიზაციული ასპექტები, პოლიტკური პარტიების დაფინანსება, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა, ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და ძირითადი მიგნებები, მონიტორიგის დროს გამოკვეთილი გადაცდომები და ხარვეზები დარეკომენდაციები, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ხელისუფლების ორგანოებისათვის ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისათვს.
ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრის თავმჯდომარის მიხეილ ჭიღლაძის თქმით, მოცემულ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ იმ მოვლენებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს სრულყოფილად წარმოსაჩენად.
“საარჩევნო პროცესების ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, წარმოვადგინეთ რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ხელისუფლების ორგანოებისათვის, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისათვის. დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარებს წყნარ, მშვიდ და გამჭირვალე გარემოში, ძირითადად საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით, თუმცა შეინიშნება გარკვეული სახის გადაცდომები და დარღვევები. ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში,
შეგახსენებთ, რომ ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი არჩევნების დაკვირვებას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და ვაკის საარჩევნო ოლქებში 18 გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით ახორციელებს.
აქტიურად აგრძელებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას და პერიოდულად წარმოადგენს შესაბამის ინფორმაციას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით”
შუალედური ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1747144165581642&id=1661140890848637

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები