თამარ ხულორდავა პოლონეთში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პოლონეთში, კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
ეკონომიკური ფორუმი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელზეც რეგიონის და მსოფლიოს პოლიტიკური, აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მათ წინაშე არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავენ.
ღონისძიება პოლონეთის და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, რომელმაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოებისადმი პოლონეთის აქტიური და უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა.
პოლონეთი, როგორც ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონის განვითარებას გაღრმავებული თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის საფუძველზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პოლონეთის სეიმის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მოწვევით, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სესიებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განვითარებისა და მმართველობის გაუმჯობესების გზით ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის პერსპექტივები განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები