თამარ ჩუგოშვილი: დოკუმეტების ელექტრონული მიმოცვლა ქაღალდის მოხმარებას 60%ით შეამცირებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი აცხადებს, რომ დოკუმეტების ელექტრონული მიმოცვლა ქაღალდის მოხმარებას 60%-ით შეამცირებს.

“პარლამენტში მოხვედრის დღიდან ძალიან მაწუხებდა “ქაღალდომანიის” პრობლემა. პარლამენტი წელიწადში დაახლოებით 10 000 შეკვრა ფურცელს მოიხმარდა, რაც 60 000 ლარის ხარჯს ნიშნავს. დღეს პირველად ბიუროს დარბაზი აღიჭურვა ელექტონული საშუალებებით, ხოლო პლენარული დარბაზის სრულ აღჭურვამდე მნიშვნელოვნად შევამცირეთ ფურცლების რაოდენობა და გავზარდეთ ელექტრონული მიმოცვლა დოკუმეტების, რაც ქაღალდის მოხმარებას დაახლოებით 60%ით შეამცირებს, შესაბამისად ხარჯს და ხეების განადგურებას. მადლობა პარლამენტის აპარატს!”, –  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები