„ვერც ერთი წინადადება ვერ მივიღეთ, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია“

„გვერჩია, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრები კონსენსუსით დასრულებულიყო, თუმცა პოლიტიკაში ხდება, რომ კონსენსუსს ხან აღწევ, ხან – ვერა”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციისგან ვერც ერთი წინადადება ვერ მიიღო იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“იქ, სადაც კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ, წუხილი იქნება გამოთქმული. ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ჯანი ბუკიკიოს უკვე მერამდენედ მიმართავენ?! ვენეციის კომისია წუხს, რომ კონსენსუსი ვერ შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ვწუხვართ, რომ კონსენსუსი ვერ შედგა. გვერჩია, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრები კონსენსუსით დასრულებულიყო, თუმცა პოლიტიკაში ხდება, რომ კონსენსუსს ხან აღწევ, ხან – ვერა. გარწმუნებთ, რომ ვენეციის კომისია მომრიგებელი მოსამართლე არ არის, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერევა. მან მედიატორის როლი შემოგვთავაზა, მაგრამ ვენეციის კომისიას მეტი რესურსი არ გააჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამწუხაროდ, ჩვენ და ოპოზიციამ ვერ მოვილაპარაკეთ. მათგან ვერც ერთი წინადადება ვერ მივიღეთ იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. სამწუხაროდ, ეს თემა ისე ვერ გამოვიდა, როგორც ყველას გვინდოდა”, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები