გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმატებით ვითარდება. ასევე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას არაერთი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ლატვიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები