მარტვილში იუსტიციის სახლი აშენდება
სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მარტვილის მოსახლეობაც შეძლებს.
მალე ქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. 5 ივლისს ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოინახულა.
მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.
მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის.
იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.