ბოლნისში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები: დეპუტატი ნინო წილოსანი და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი თინათინ ავალიანი, ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მომოიხილეს საბჭოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები და დამსწრე საზოგადოებას სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც. მათ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები