მარტვილის მუნიციპალიტეტში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საერთაშორისო ასოციაციისგან – ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საჩუქრად ეტლები მიიღო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დავით სილაგავამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, დავით ბარამიამ და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ირაკლი ცინცაძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოინახულეს და ეტლები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები