ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში თანამედროვე სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ფონდის თანამშრომლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
როგორც, კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სკოლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა. კომპაქტის თანადაფინანსებით, სკოლის გარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეზოს მოწყობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს.
სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირებულია 1490 კვ. მეტრი ფართი, რომლის სრული ბიუჯეტი 335,299.48 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები კომპანია Ltd MC Group (MCG) – მა განახორციელა. სკოლაში 44 მოსწავლე სწავლობს, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ, მოსწავლეთა რაოდენობა, შესაძლოა, გასამმაგდეს. 2017 წლის აგვისტოში სკოლა ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება. ფონდის დაფინანსებით, მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებიც.