კახა ჯამბურია: ლაგოდეხში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ კართუბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც ,,კვირას“ ლაგოდეხიდან აცნობეს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი, სახურავის გამოცვლა და ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „როიალ ბილდინგ ჯორჯია” განახორციელებს.
საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სოფელ მშვიდობიანის საბავშვო ბაღშიც მიმდინარეობს, სადაც შენობა უკვე ათეულობით წელია დაზიანებულია და სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მამუკელაშვილების ოჯახი ცხოვრობს. როგორც გამგებელმა, კახა ჯამბურიამ განაცხადა, ოჯახს მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში დაეხმარება, მანამ კი სამსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებლად სხვა სახლში გადავა“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ აღნიშნული პროექტები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღის თანამშრომლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.
როგორც ,,კვირას“ ლაგოდეხიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში 2017 წელს 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები