კასპში, საბავშო ბაღების სარემონტო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს, შიდა ქართლის სამმართველოს სპეციალისტებმა დაათვალიერეს
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოწვევით, მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების სარემონტო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტებმა გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.
“სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სპეციალისტების მოწვევის მიზანი სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების მოთხოვნის დონეზე მოწყობა და სტანდარტს დაქვემდებარებაა”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ზაზა მარიდაშვილმა.