დავით შერაზადიშვილი სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებული მნიშვნელოვანი საკითხები პირადად მოისმინა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს ტანძიაში წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
წელს საბავშვო ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება.
წელსვე, კეთილმოეწყობა ბაღის ეზოში საბავშვო გასართობი მოედანიც. გარდა ამისა,
შემოდგომისთვის სოფელში არსებული 2 ისტორიული წყაროს რეაბილიტაცია განხორციელდება, მოეწყობა წყაროსთან მისასვლელი ბილიკი, დაიგება ქვაფენილი და დაიდგმება დასასვენებელი სკამები. 700 გრძივ მეტრზე კი მოეწყობა გარე განათების ქსელი, რითაც მოსახლეობას ღამის საათებში უსაფრთხო გადაადგილების საშუალება მიეცემა.
ზემო ტანძიაში წელსვე განხორციელდება არსებული რიტუალების სახლის შემოღობვა და შენობის შიგნით ფილების დაგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები