ბოლნისის გამგებელი სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა. დავით შერაზადიშვილმა ბაღში არსებული ვითარება ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად შეაფასა. წელს საბავშვო ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება. წელსვე, კეთილმოეწყობა ბაღის ეზოში საბავშვო გასართობი მოედანიც. ტანძიის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდება.
,,ჩვენთვის ცნობილია, რამდენად სავალალო მდგომარეობაშია საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა. მიუხედავად ჩვენი სურვილისა, წელს ვერ მოხერხდა ცენტრალური დაფინანსებით იმ დარჩენილი 3 ბაღის სრული რეაბილიტაცია, რომელიც დარჩენილი გვაქვს მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მოგეხსენებათ, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, მოხერხდა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 12 საბავშვო ბაღიდან 9 არის ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული და ახალი ავეჯით აღჭურვილი. რაც შეეხება ტანძიის საბავშვო ბაღს, გასულ წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე, წელსვე შევძლებთ მოვახდინოთ ბაღის ეზოში საბავშვო გასართობი მოედნის კეთილმოწყობა. შენობის სრულ რემონტამდე კი სველი წერტილების მოწესრიგებას შევძლებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები