დედოფლისწაროში ქარსაფარი ზოლის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე 100 ძირი ხე დაირგო

პროექტის – “მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე” ფარგლებში, დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლი გაშენდა. აქცია გაუდაბნოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. პირველ ეტაპზე, დეგრადირებულ 25-კილომეტრიან მონაკვეთზე 100 ძირი ხე დაირგო.
აქციაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა მიიღეს.
პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრის, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები