კასპი-კავთისხევის საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციაა მალე დასრულდება
დღეს, კაპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
“ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. მოსახლეობა და ავტოტრანსპორტი უსაფრთხო გადაადგილებას, კეთილმოწყობილი ხიდით შეძლებს. ხიდი გასული საუკუნის 40 -იან წლებშია აგებული და თითქმის 90 წელი მისი სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებულა”, – აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.