ზურაბ ალავიძე სურამში სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა

ხაშურის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე თანხა გამოეყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაბა სურამში მიმდინარე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. მინისტრმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და დაჰპირდა, რომ  ბაიანთხევის შიდა გზისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება უმოკლეს ხანში დაიწყება.
სტიქიამ დაბა სურამში პრობლემები შექმნა. ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მოშალა ნაპირსამაგრები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. შესაბამისი სამსახურები მესამე დღეა, სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები