კასპის მუნიციპალიტეტში 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

​კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ცენტრში აღმართულ მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მემორიალთან მისი ხსოვნის ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს, თბილისის სტიქიის დროს 7 ადამიანი გადაარჩინა და თვითონ ტრაგედიას შეეწირა. 2016 წელს ზურაბ მუზაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) მედლით – “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა.
ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ ალანიამ, სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, იოსებ ოქრომელიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ, ჯამბოლატ ქამხაძემ, მუნიციპალიტეტის და სოფლის მოსახლეობამ, ბავშვებმა, რომლებმაც მემორიალი​ გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები