ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მინი საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მინი საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ამჟამად აღმაშენებლისა და გორგასლის ქუჩებზე მდებარე სპორტულ მოედნებს უტარდება. სტადიონების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 17677 ლარს შეადგენს, გორგასლის ქუჩაზე არსებული სტადიონის მოწყობაზე კი 36568 ლარი დაიხარჯება. გარდა აღნიშნულისა, დაგეგმილია ასევე კულტურისა და დასვენების პარკში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვალითის დასახლებაში მდებარე სპორტულ მოედნებსაც.