თვალადის საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება
სოფელ თვალადში, საჯარო სკოლის მშენებლობა მალე დასრულდება. სასკოლო კომპლექსის ძირითადი სასწავლო შენობა ტერიტორიის შუა ნაწილშია განთავსებული. შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი.
კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აშენდა საბავშვო-სათამაშო მოედანი, სპორტული დარბაზი და მოეწყო ორი სარეკრეაციო ზონა. თვალადის ახალი სკოლის პირველ სართულზე ექვსი საკლასო ოთახი და დაწყებითი კლასებისთვის ერთი კაბინეტი განთავსდა. პროექტის მიხედვით, სკოლას ექნება ბიბლიოთეკა წიგნსაცავით და ინფორმატიკის კაბინეტი. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით.
სკოლა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დაკვეთით აშენდა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 442 987 ლარია, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებს შპს „საბაკონტრაქშენი“ ახორციელებს.
2017-2018 ახალ სასწავლო წელს თვალადელი მოსწავლეები და პედაგოგიური კოლექტივი ახალ, თანამედროვე კეთილმოწყობილ სკოლაში შეხვდებიან.