ლაგოდეხის 10 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის, განათლების, ბაისუბანის, პატარაგორის, ზემო და ქვემო მსხალგორის შემდგომ, გაზიფიცირების სამუშაოები კიდევ ოთხ სოფელში დაიწყო.
სოფელ ბოლოკიანში, ნინიგორში, ნაწისქვილარში და მშვიდობიანში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ახორციელებს. გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ და „სოკარ ჯორჯია გაზის” ლაგოდეხის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ხელაშვილმა დაათვალიერეს. კომპანია სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.
ამ ეტაპზე, გაზიფიცირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის 10 სოფელში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები