ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ბოლნისის ,,ახალ სამედიცინო ცენტრში“ მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდება
სამოქალაქო ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 10 ივნისს, ბოლნისის “ახალ სამედიცინო ცენტრში“ მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდება.
საქველმოქმედო აქციას სამოქალაქო განვითარების ფონდი ატარებს, რომელიც ჩართულია ჯანდაცვის სამოქალაქო პროექტში და აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან.
აქციის ფარგლებში, ბოლნისს 15 სხვადასხვა წამყვანი კლინიკიდან მაღალკვალიფიციური ექიმები ესტუმრებიან. კერძოდ : კარდიოლოგი, რევმატოლოგი, გინეკოლოგი, დერმატოლოგი, ტრავმატოლოგი, რევმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, ფტიზიატრი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ჰემატოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, ალერგოლოგი, ნევროლოგი, ასევე შესაძლებლობა იქნება მუცლის ღრუს რენტგენი და ღვიძლის ექოსკოპიური გამოკვლევა.
აქცია 18 საათამდე გაგრძელდება. სასურველ ექიმთან ჩასაწერად, წინასწარ დარეკეთ ნომერზე: 599549669.