გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონიც შეუერთდა
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონიც შეუერთდა.
როგორც “კვირას” გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები ნიკოლოზ კრავეიშვილი და ვახტანგ ღამბაშიძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად იღებდნენ.
აქციაში ა (ა) იპ – ის, მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების 150 – ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული. დასუფთავების აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის დასავლეთ ნაწილი გაიწმინდა. ა (ა) იპ – მა, საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა კი საკუთარი ლოკაციის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
5 ივნისი, როგ0რც გარემოს დაცვის საერთაშორიო დღე, 1972 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოს დასაცავად მიმართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.