თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

5 ივნისს, ღამის 02:00 საათიდან 04:00 საათამდე სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში – თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში შიდამასიური ღრუბლის მასები განეიტრალდა. ჯამში, დამუშავდა 400 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე შიდა მასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 30 მმ-ს აღემატებოდა.

ღამის 02:00 საათიდან სეტყვასაშიში კერების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილი იქნა 28 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, რის შედეგადაც, სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები თელავის და ყვარლის რაიონის თავზე წვიმის, ხოლო ლაგოდეხის რაიონის მონაკვეთზე, მეტწილად, მთის ფერდობსა და დასახლებული პუნქტების თავზე  წვიმისა და წვრილი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები