სოფელ ზემო ხანდაკში, სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “კვირას” კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოეწყობა სასმელი წყლის 6-კილომეტრიანი მაგისტრალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს.

სამუშაოებს შპს „ბილდინგ-დეველოპერი“ აწარმოებს და მასზე 550 337 ლარი იხარჯება. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და გარანტია 3 წელია. პროექტის განხორციელება, სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდებას გაუუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები