ბოლნისში, იმ ოჯახებს, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ინფრასტრუქტურული პრობლემები უგვარდებათ

ქალაქ ბოლნისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის N21-ში მცხოვრები ვართუშ გუნაშვილი იმ ოცდახუთ ოჯახს შორის ერთ-ერთია, ვისაც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით პრობლემა მოუგვარდა. სახლს, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს, სახურავი დაზიანებული ჰქონდა, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, იმ ოჯახებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ინფრასტრუქტურული პრობლემები უგვარდებათ. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, განცხადებების საფუძველზე, ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და 87 ოჯახის მოთხოვნა დააკმაყოფილა. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 საცხოვრებელი სახლი გადაიხურება, პროგრამა გრძელდება და კომისიის მიერ შესწავლილ ოჯახებს ეტაპობრივად მოუგვარდებათ აღნიშნული პრობლემა.
ვართუშ გუნაშვილის ოჯახი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები