კასპის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა

1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კასპის მუნიციპალიტეტში გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა. კულტურის ცენტრის წინ და მიმდებარედ, ექვსი სახეობის გასართობი ატრაქციონი უფასოდ მასპინძლობდა ბავშვებს.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფერად-ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, ქალაქის საბავშო ბაღის აღსაზრდელები თავად მასპინძლობდნენ თანატოლებსა და მოზარდებს. მათ საკუთარი შემოქმედება წარმოუდგინეს მაყურებელს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. პატარები ერთმანეთს ასფალტზე ხატვაშიც ეჯიბრებოდნენ.
ბავშვებს 1 ივნისი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა მიულოცა და ბედნიერ, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური და კულტურის დაწესებულებების გაერთიანება.
1 ივნისს ბავშვებმა ერთად მართლაც, ლამაზი და მხიარული დღე გაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები