დაბა კაზრეთში 12-ბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

​მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც განხორციელდება. დაბა კაზრეთის N12/8 საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, არსებული დაზიანებული სახურავის დემონტაჟი მოხდება, რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,საფუძველი 2014″ სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.
​ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა არქტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები