ბოლნისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში პატარები 1 ივნისს ღონისძიებებით შეხვდნენ.
უკვე მე-4 წელია, კომპანია ,,არენჯი” დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის და საჩუქრებით ანებივრებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა კი პატარებს საჩუქრად კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი ,,კომბლე” უჩვენა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მხიარულ და ხალისიან ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილესა და ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების” ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო. დავით შერაზადიშვილმა პატარებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღესასწაულები მიულოცა.
,,ყველას გილოცავთ ნინოობის დღესასწაულსა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. მინდა, ეს პატარები იყვნენ ბედნიერები და იზრდებოდნენ წარმატებულ ქვეყანაში. მომავალ თაობაზე უნდა ზრუნავდეს თითოეული მოქალაქე და ყველა თანამდებობის პირი, ჩვენი ცხოვრება, პირველ რიგში, მათი კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.