ომარ კეპალტრიშვილის სახლ-მუზეუმში ფოლკლორის საღამო გაიმართა
სოფელ კავთისხევში, ომარ კეპალტრიშვილის სახლ-მუზეუმში, ფოლკლორის საღამო გაიმართა, რომელიც სალამურის დიდოსტატს, ომარ კელაპტრიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. საღამოს ფოლკლორისტები ლელა თათარაიძე, გივი არაბული, კომპოზიტორი მერაბ მერაბიშვილი და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების სტუმარი იყო რუსთავის ფოლკლორული ანსამბლი „თამარისი“, რომელმაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა.
ანსამბლ „თამარისს“ომარ კელაპტრიშვილის ყოფილი მოსწავლე თამარ ზარქუა ხელმძღვანელობს და როგორც მან აღნიშნა, ეს ანსამბლი უკვე მეხუთე თაობას ითვლის.
საქართველოს “ბულბულზე”მოგონებით გამოვიდნენ ლელა თათარაიძე, გივი არაბული, მერაბ მერაბიშვილი და ციმი კელაპტრიშვილი (ომარ კელაპტრიშვილის მეუღლე). ციმი კელაპტრიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოჩა გოჩიტაშვილს თანადგომისა და სახლ-მუზეუმის სარემონტო სამუშაოების დაფინანსებისთვის.
ომარ კეპალტრიშვილის სახლ-მუზეუმში ფოლკლორის საღამოს გამართვა წლებია, ტრადიციად იქცა. აქ იკრიბებიან ფოლკლორისტები, კომპოზიტორები, მომღერლები, ქართული ფოლკლორული ანსამბლები. ფოლკლორის საღამო ფოლკლორის პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც ჯერ კიდევ ომარ კელაპტრიშვილის სიცოცხლეში დამკვიდრდა და ამ ტრადიციას მისი ვაჟი, უმცროსი ომარ კელაპტრიშვილი აგრძელებს.