ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა.
სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხორციელდება.
სილაურის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა გასული წლის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის მშენებლობა, მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონები და განხორციელდა მდინარის გასწორხაზოვნების სამუშაოები.
„სილაურში დასრულდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. გასულ წელს აქ ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ორი უბანი. პროექტის ფარგლებში მოეწყო 160 მეტრიანი ქვის გაბიონი, შეკეთდა გადასასვლელი ხიდი და მოხდა მდინარის გასწორხაზოვნება. პროექტების შესასრულებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოეყო 163 000 ლარი. სამუშაოები შეასრულა სამშენებლო კომპანია „ბესტმა“, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.