„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – გამართულ ღონისძიებებს ზესტაფონიც შეუერთდა
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებს ზესტაფონიც შეუერთდა. მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. თამბაქოს მავნებლობაზე ახალგაზრდა პარლამენტარებს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა ცქიტიშვილიც ესაუბრა. ღონისძიებაში მონაწილეობას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც იღებდა. მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეის გადაწყვეტილებით 1987 წლიდან აღნიშნავს.